06 ივლისი 2026,   14:38
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი: "ლენდლორდის" მოდელით ძალიან წარმატებული პორტები ოპერირებენ: ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში... საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, 2029 წლიდან, როდესაც მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის პორტში

„ლენდლორდის” მოდელი არის საერთაშორისოდ აპრობირებული“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მინისტრის თქმით, საზღვაო სექტორში ის ითვლება ყველაზე წარმატებულ და ყველაზე აპრობირებულ მოდელად.

„შემიძლია მაგალითები ჩამოგითვალოთ, სად ოპერირებენ ძალიან წარმატებული პორტები “ლენდლორდის” მოდელით: ეს გახლავთ ბელგია, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ასე შემდეგ. საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, 2029 წლიდან, როდესაც ჩვენ მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.

 „ლენდლორდის” მოდელი თავისი შინაარსით გულისხმობს იმას და ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება სწორედ ამ მოდელს, რომ 100% პორტის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო ტერმინალები, რომლებიც შეიქმნება პორტში, რომელიც იქნება მშრალი ტვირთებისთვის, ისევე როგორც საკონტეინერო ტვირთისთვის, გადაეცემა იჯარით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

დღის ამბები