06 ივლისი 2026,   12:19
ვრცლად
ყრილობაზე დელეგატები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ჩაუდგეს პარტიას სათავეში - გიორგი კაპანაძე

კვლავ დაპირისპირებაა ოპოზიციურ სპექტრში. ალიანსზე ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს და ამბობს, რომ ამ გაერთიანებას ერთპიროვნული მმართველი ჰყავს და ეს თამარ ჩერგოლეიშვილია, მის ირგვლივ შექმნილი გარემო კი ტოქსიკურია.

ჟორჟოლიანის თქმით, ის გახდება შუამავალი საზოგადოებას და მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და მეტიც, პრემიერ-მინისტრის პოსტსაც უნდა იკავებდეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ყველა დეტალი, მათ შორის ვინ გახდება მათი პარტიის ლიდერი, მოახლოებულ ყრილობაზე გადაწყდება.

"უახლოეს მომავალში დაინიშნება ყრილობა, უკვე ყრილობაზე დელეგატები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ჩაუდგეს პარტიას სათავეში, ვინ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ყრილობაზე", - განაცხადა პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ.

 

დღის ამბები