ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაკში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, კილომეტრ-ნახევარზე მეტ მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრე არხები მოეწყო.
შესრულებულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო.