უახლოესი 12 საათის გამავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატი ბევრისთვის განსაკუთრებულ ელფერს შეიძენს და ამას თავისი ლოგიკური ახსნა გააჩნია. მინდორზე, განვლილი მსოფლიო პირველობის ფინალისტები გავლენ. თბილისის დროით, დილის 05:00 საათიდან საკუთარ შეხვედრას არგენტინის ნაკრები ალჟირთან შეხვედრით დაიწყებს. 1 საათში კი, საფრანგეთი სენეგალის დაპირისპირება აიღებს სტარტს.
დეშამის ნაკრები, ვარსკვლავური შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას იმ სტადიონზე გამართავს, რომლის მინდორიც ბრაზილიისა და მაროკოს ნაკრებებმა უკვე მოსინჯეს და ფრედ 1-1 ითამაშეს. სულ მალე, MetLife Stadium-ზე იმ ორი ნაკრების შეხვედრა დაიწყება, რომელსაც ყოველთვის აქვს ამბიცია იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი