14 ივნისი 2026,   19:41
ვრცლად
ვეცადეთ, რომ ფილმი ყოფილიყო სრულად საქართველოში პარასპორტის და ზოგადად, ამ მოძრაობის შესახებ - ბაჩო ოდიშარია

"განუსაზღვრელი შესაძლებლობები" - პარაგრაფში ბაჩო ოდიშარიას ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. სცენარი ქართველი პარალიმპიელების წარმატებებსა და ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებს ეხება.

პრემიერას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და დეპუტატები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ ფილმი, რომელიც ფონდ "ქართუს" დაფინანსებით შეიქმნა, უკვე აჩვენეს გაეროს შტაბბინაში.

ფილმის რეჟისორი ბაჩო ოდიშარიას განცხადებით, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ფილმი საქართველოში პარა სპორტის და ზოგადად ამ მოძრაობის შესახებ ყოფილიყო.

"ვეცადეთ, რომ ფილმი ყოფილიყო სრულად საქართველოში პარასპორტის და ზოგადად ამ მოძრაობის შესახებ, რაც არის, როგორც შშმ პირების უფლებების ნაწილი, ისე მათი ჩართულობა სპორტში, მათი როლი საზოგადოებაში, თანამედროვე ქართული კულტურის ქმნადობაში, იმიტომ, რომ პარასპორტი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სპორტი წლიდან წლამდე ვითარდება და სულ უფრო მაღალ სიმაღლეებზე ადის, პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, იმიტომ, რომ ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავიანთ შედეგებს", - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

დღის ამბები