აზერბაიჯანის მმართველი პარტიის - "ახალი აზერბაიჯანის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით, 14-16 ივნისს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია, ორგანიზაციის ლიდერის ვარლამ ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციის წევრები ქალაქ შუშაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში, თემაზე "რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში: მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში".
დაგეგმილია ვარლამ ლიპარტელიანის სიტყვით გამოსვლა პანელური დისკუსიის ფორმატში.