14 ივნისი 2026,   15:55
ვრცლად
ჯანმრთელი ადამიანი უფრო მოტივირებულია თავის საქმეში. სახელმწიფოს დაწყებული აქვს პროცესი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით - პრეზიდენტმა დღეს მარათონში მიიღო მონაწილეობა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისში, სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, სტუდენტების, სპორტსმენების, სამთავრობო გუნდისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობა ამ გარბენში მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დღეს საზოგადოება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ დგამს, არის ინვესტიცია ქვეყნის უკეთეს მომავალში

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, იმ საოცარი მუხტისა და ენერგიისთვის, რომელიც გარბენისას იგრძნობოდა და დასძინა, რომ მათი ენთუზიაზმი ნამდვილად სამაგალითოა. 

"ჯანმრთელი ადამიანი მოტივირებულია უფრო თავის საქმეში და ამიტომ, დღეს, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას ემსახურება, ასევე არის ენთუზიაზმი იმის, რომ აკეთო უკეთესად შენი საქმე. ასე, რომ სახელმწიფოს დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული და დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

 

დღის ამბები