12 ივნისი 2026,   14:16
ვრცლად
ტაილანდის სასამართლომ ბანგკოკში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულ ორ მამაკაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ტაილანდის სასამართლომ, ორი მამაკაცი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმის ჩადენაში დამნაშავედ ცნო და მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ორი მამაკაცი, რომელიც ჩინეთის უიღურული უმცირესობის წარმომადგენელია, დამნაშავედ ცნეს 2015 წლის 17 აგვისტოს, ბანგკოკის ცენტრში, უცხოელი ტურისტებისთვის პოპულარულ ტაძართან ახლოს, ძლიერი ბომბის აფეთქებაში.

ინციდენტის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციის გამოძიების ხარვეზებმა და ორი მამაკაცის 10-წლიანმა სასამართლო პროცესმა განაჩენთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

დღის ამბები