12 ივნისი 2026,   10:20
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პირს, ნაცვლად "ოცნებასთან" დაპირისპირებისა, ისრები სულ სხვა მიმართულებით გადააქვს და მესამე პრეზიდენტის პარტიას აკრიტიკებს უსამართლოდ" - გიორგი კაპანაძე

ოპოზიციური ალიანსის დაშლა ამ დრომდე რჩება პოლიტიკური შეფასებების თემად. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი, ნაცვლად მმართველი გუნდისა, "ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდება.

"სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პირი, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიიდან, ნაცვლად იმისა, რომ დაუპირისპირდეს "ოცნებას," ისრები სულ სხვა მიმართულებით გადააქვს და მესამე პრეზიდენტის პარტიას აკრიტიკებს უსამართლოდ და უსაფუძვლოდ. არადა, ჩვენ ერთიანობა გვჭირდება. მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის შემოერთება, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაში," - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები