12 ივნისი 2026,   00:50
ვრცლად
"რუსთავი 2-ზე" მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის მიმდინარეობს. 

ისტორიაში პირველად, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს "რუსთავი 2-ის" საეთერო მოედანი მასპინძლობს. მუნდიალმა სტარტი უკვე აიღო და 19 ივლისის ჩათვლით არხი მილიონობით ქომაგის დიდი მოლოდინის - FIFA 2026-ის ყველა მატჩებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის, ისინი სამი ქვეყნიდან 104-ივე მატჩს წაიყვანენ. 

მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშში, კანადასა და მექსიკაში. 16 ულტრა თანამედროვე სტადიონი და მათ შორის, მეხიკოს ლეგენდარული "აცტეკა", სადაც დღეს გახსნის ცერემონიალი გაიმართება, დღესვე შედგება პირველი მატჩი: მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის. 

საფეხბურთო მარათონისთვის უკვე მზადაა " რუსთავი 2-ის" ახალი პლატფორმებიც - "ფეიბუკი", "იუთუბი" და "ინსტაგრამ" გვერდები, სადაც მატჩები, მიმოხილვები, საუკეთესო მომენტები და ექსკლუზიური სპორტული კონტენტი, ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.

მსოფლიოს მთავარი სპორტული მოვლენის თვალყურის დევნებას ფეხბურთის გულშემატკივრები ქუჩაში დიდ ეკრანებზეც შეძლებენ. "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის პარტნიორობით, 28 ივნისიდან, ჩემპიონატის ფლეი-ოფების ყველა მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ეკრანები ჩაირთვება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავშიც.

ასე რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა თამაშზე ტრიბუნებზე მეთორმეტე მოთამაშის ანუ ქომაგის ადგილს, დღეიდან, "რუსთავი 2-ის" მაყურებელი იკავებს.

დღის ამბები