11 ივნისი 2026,   18:51
ვრცლად
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა და განაცხადა, რომ სტარმერის გეგმები ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ჰილიმ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაადანაშაულა იმაში, რომ გაზრდილი საფრთხეების პერიოდში მთავრობა ვერ გამოყოფს ქვეყნის დასაცავად საჭირო რესურსებს. მოულოდნელმა გადადგომამ, რომელსაც თან მკაცრი საჯარო წერილი ახლდა, კიდევ უფრო გაზარდა წნეხი პრემიერზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარტიის შიგნით ლიდერობისთვის ბრძოლის გამოწვევის წინაშე დგას.

ბრიტანეთის თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები თვეებია მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმის თაობაზე, თუ როგორ დააკმაყოფილონ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნა. ამის გამო ფერხდება „თავდაცვის საინვესტიციო გეგმის“ გამოქვეყნება, რომელიც გასულ წელს უნდა წარედგინათ.

„მზარდი საფრთხეების ამ პერიოდში, თქვენ ვერ შეძელით, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ არ ისურვა იმ რესურსების გამოყოფა, რაც ერს ქვეყნის დასაცავად სჭირდება“, - აღნიშნავს ჰილი სტარმერისადმი მიწერილ წერილში.

გეგმის გაჭიანურებამ უკმაყოფილება გამოიწვია ბრიტანეთის თავდაცვის ინდუსტრიაშიც. სექტორში აცხადებენ, რომ შექმნილი გაურკვევლობის გამო, გრძელვადიან პროგრამებში ინვესტირებას ვერ ახერხებენ.

 

დღის ამბები