საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.
შალვა პაპუაშვილმა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა და საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა ნინოწმინდაში, ჰაიოს და ქართლოსის სკვერში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის განვითარების საკითხებს, მიმდინარე პროექტებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს. ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით ხორციელდება.