11 ივნისი 2026,   01:01
ვრცლად
დავით ჩიხელიძე: თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, "ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათუნაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ "ქართულ ოცნებას" საქართველოში ჩინეთის ავტოკრატიული მოდელის იმპორტი სურს და “უნდათ თავიდან შემოიტანონ კომუნიზმი - ეს სამშობლოს ღალატია.”

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ, როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა.

“ბატონ თაზოს ვურჩევ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე საკითხი საფუძვლიანად შეისწავლოს, რათა საკუთარი პოზიციასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. თაზო შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი და ბოსი ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა. სწორედ ამიტომ, გაუგებარია, რატომ არის დღეს ის კრიტიკის საგანი, რაც გუშინ დადებით მოვლენად მიიჩნეოდა.

პოლიტიკაში თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანი თვისებაა და იმედი მაქვს, მომავალში, დიდი ბიჭი რომ იქნება, ასეთი წინააღმდეგობრივი და ნაკლებად გააზრებული განცხადებებისგან თავს შეიკავებს.” - წერს ჩიხელიძე.

დღის ამბები