"მინდა, მოგილოცოთ თქვენს ტელეკომპანიას, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქება", - ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ, თუმცა რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, მოგატყუებთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვგულშემატკივრობ ყველა ქართველს და ჩვენს ნაკრებს. მინდა, მოგილოცოთ თქვენს ტელეკომპანიას, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქება... როგორც ყველა ქართველს, მეც მსურს, რომ ასეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატებზე ვიხილო საკუთარი ეროვნული ნაკრები. წარმატებებს გისურვებთ და საზოგადოებას ვულოცავ, რომ "რუსთავი 2-ის" ეთერით შეეძლება ძალიან საინტერესო და მსოფლიო მოვლენას ადევნოს თვალი, ზაფხულში ცივ სასმელებთან ერთად," - აღნიშნა კირცხალიამ.