10 ივნისი 2026,   19:05
ვრცლად
დანაშაულის აღიარების შემდეგ, 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 6 პირი გათავისუფლდა

4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 6 პირი თავისუფალია. პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს. 

პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას აღიარებით უკვე 21-მა მიმართა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა.

დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.

დანაშაულის აღიარების შემდეგ, დღეს უკვე გათავისუფლდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული კიდევ 8 პირი. 

დღის ამბები