თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებული 14 პირის საქმეზე სხდომა იწყება, რომელზეც მათთან საპროცესო შეთანხმებები უნდა დაამტკიცონ.
8 დაკავებული სხდომათა დარბაზიდან დღესვე გათავისუფლდება.
პროკურორის განცხადებით, დაკავებულებმა, აღიარებასთან ერთად, დანაშაული მოინანიეს. საქმის ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული 64 პირიდან სახელმწიფო ბრალდებას 21-მა უკვე მიმართა აღიარებით და საპროცესო შეთანხმება ითხოვა.
დაკავებულებს პროკურატურა 4 ოქტომბერს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას, ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავება.