აჭარის მთავრობა ხანძრით და სტიქიით დაზარალებულ 267 ოჯახს დაეხმარება.
სარეზერვო ფონდიდან სტიქიით და ხანძრით დაზარალებულთა სახლების აღდგენა რეაბილიტაციისთვის 3ი მილიონ 500 000-ზე ლარზე მეტი გამოიყოფა.
საკითხი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ. წელს 352 ოჯახისთვის გამოყოფილია 4 მილიონზე მეტი ლარი.