10 ივნისი 2026,   13:42
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. იგი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს მოსახლეობის მხარდაჭერაში რომ გადამწყვეტი როლი აქვს, ამაზე მგონი არავინ დავობს

"ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია "ქართულ ოცნებაში" და ამის გააზრებით დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას". ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შემდეგ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა.

"გასაგები იყო ამ ბრიფინგის არსი, რომ ის ცრუ კონსპირაციები, რომლის შექმნასაც ცდილობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, იყოს მხილებული. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია "ქართულ ოცნებაში" და ამის გააზრებით დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას".

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს. ანუ შესაბამისად, მოცემულობა რა არის - არის მოსახლეობის მანდატი, რომელიც მიცემული აქვს მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ იმ სისტემაში, რომლითაც ჩვენ გამოვედით არჩევნებში, ამ სისტემით იმართება ქვეყანა და ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც გვაქვს. ეს მანდატი მილიონ ასოცი ათასმა ამომრჩეველმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც მისცა.

ამიტომ ეს ერთი კონსპირაცია დაინგრა, თითქოს ეს არის მანდატის გარეშე. მეორე კონსპირაციაა, თითქოს ეს არის არაფორმალური. ფორმალურია, ვინაიდან გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება გუნდში, რომლის ნაწილიც არის საპარლამენტო უმრავლესობაც და მთავრობა. ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი. მათ შორის პარტიის პოლიტსაბჭოში წარმოდგენილები არიან, როგორც მთავრობის წევრები, ასევე პარლამენტის წევრები, რომელსაც თავმჯდომარეობს ირაკლი კობახიძე, ხოლო საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბიძიან ივანიშვილი და იქ მიიღება გადაწყვეტილება. ფოტოებს რომ ხედავთ, შეიკრიბა პოლიტსაბჭოო, რა გგონიათ ამინდზე ხომ არ ვმსჯელობთ?! ვმსჯელობთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რა როგორ გადაწყდეს და რა როგორ ჯობია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები