10 ივნისი 2026,   13:03
ვრცლად
"ცისფერი მთებივით", ვერ გაურკვევიათ აქ არიან თუ იქ. ჩვენ როგორც "ცისფერ მთებს" ისე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც დიდი ხანია გვაყურებინებენ - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციურ ალიანში მიმდინარე დაპირისპირება "ცისფერ მთებს" შეადარა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს დაპირისპირება იმ გარე ძალებზეც ბევრ ამბობს, რომლებიც ოპოზიციის უკან დგანან და მათზე დებენ ფსონს.

"ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ დაუჭამიათ ერთმანეთი-თქო და აი, ვხედავთ, რომ დაიწყეს უკვე ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ, პატარა სიამოვნება მივიღოთ. რასაც ისინი უკეთებდნენ საკუთარ ქვეყანას, ახლა ერთმანეთისთვისაც ზუსტად იმავეს აკეთებენ, ამიტომ, დავაკვირდეთ და დავტკბეთ.

"ცისფერი მთებივით", ვერ გაურკვევიათ აქ არიან თუ იქ არიან - ჩამოყალიბდებიან. ჩვენ როგორც "ცისფერ მთებს" ისე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც დიდი ხანია გვაყურებინებენ.

საბოლოო ჯამში, გვახარებს იმით, რომ ვხედავთ, ის გარე ძალები, რომელიც ამ ხალხს აორგანიზებს, იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან.

ეს ცირკი, მათ უკან ვინც დგანან, იმ ძალებზეც ხომ მეტყველებს. ბრიუსელში რომ დადის და ამ ხალხს რომ აცხადებენ ქართველ ხალხად, მათი ინტერესების წარმომადგენლებად, სხვა ევროპულ ქვეყნებში რომ დადიან, ამ პოლიტიკური ცირკის მსახიობებს რომ აცხადებენ ქვეყნის წარმომადგენლებად, ეს ხომ იმაზეც მეტყველებს თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამათზე დებს ფსონს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები