საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს "სთარინგ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
12 ივნისს, "დინამო არენაზე", ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მუსიკალური ფიგურა - Kanye West YE წარდგება.
კანიე ვესტის შემოქმედებითი გზა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებისთვის ბითების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე თავად იქცა მეგა ვარსკვლავად, რასაც 24 "გრემი", 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებიც მოწმობს.
საქართველოს მთავრობის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, "სთარინგ ჯორჯია" მასშტაბური კულტურული პროექტების ხელშეწყობას აგრძელებს.
კულტურის მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა შპს "სთარინგ ჯორჯიას" დირექტორი, თამარ ჩხაიძე და Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი, ციცი იაშვილი.