რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა მოსახლეობასთან ქუჩების დამისამართების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს და სახელის მინიჭების შესახებ შესაბამისი პროცედურები და კრიტერიუმები გააცნეს.
დარიგდა საინფორმაციო ბარათები, სადაც მოქალაქეები საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.
ქუჩებზე სახელების მინიჭების პროცესი რუსთავის ურბანული განვითარების მიზნით ხორციელდება, რაც მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და გადაადგილებას გაამარტივებს.