ოპოზიციურ ალიანსში კვლავ ურთიერთბრალდებები ისმის. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციონერებს "ლუზერის" ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგი წერეთლის თქმით, რეფერის ფუნქციას არ არსრულებს, მაგრამ არ უნდა, რომ ეს პროცესი ვინმეს ამბიციის გამო დაზარალდეს.
"მე არ ვარ რეფერი და არც ჩვენი პარტია არ არის ახლა ვინმეს მოსამართლე, ან რომელიმე მხარის დამჭერი. ჩვენც გვაქვს ძალიან ბევრი ძველი ისტორია, მაგრამ ამას არც ვახვევთ თავს და არც ვარჩევთ ამას. ყველა განცხადებას, ყველა ქმედებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ჩვენს უკან არიან ადამიანები. ნამდვილად არ მინდა, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად დაზარალდეს ვინმეს ამბიციით, ვინმეს ეგოთი და რაღაც თავისი ინტერესით", - განაცხადა გიგი წერეთელმა.