07 ივნისი 2026,   15:31
ვრცლად
ლიეტუვის კოალიციური მთავრობა დაიშალა

პოლიტიკური კრიზისი ლიეტუვაში - ლიეტუვის კოალიციური მთავრობა დაიშალა. მიზეზად თავდაცვის გეგმებთან დაკავშირებული შიდა დაპირისპირება სახელდება.

ლიეტუვის მმართველმა "სოციალ-დემოკრატებმა" თავდაცვის პოლიტიკაზე არსებული უთანხმოების გამო პარტნიორ პარტიასთან, "ნემუნასის განთიადთან" თანამშრომლობა შეწყვიტეს.

"მიმაჩნია, რომ არსებული პოლიტიკური შემადგენლობის შეცვლა სწორი გზაა როგორც პარტიისთვის, ისე სახელმწიფოსთვის", - განაცხადა სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარემ პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ახალი კოალიციის ფორმირების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყება პარტიასთან "ლიეტუვისთვის".

დღის ამბები