05 ივნისი 2026,   11:26
ვრცლად
ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ისტორიის, სამოქალაქო განათლების, მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრების მიზანს საგამოცდო პროცესის და ტესტირების შესახებ აბიტურიენტების ინფორმირებულობის ამაღლება წამოადგენს.

ონლაინ შეხვედრები Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ხორციელდება, რაც ყველა დაინტერესებული პირისთვის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

შეხვედრების მიმდინარეობისას მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების შინაარსობრივი სტრუქტურის, ტესტირების ფორმატისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დავალებების ტიპოლოგიასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ დეტალური განმარტებები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან.

შეხვედრებს ცენტრის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს სხვა საგნობრივი მიმართულებებითაც გამართავს.

 

დღის ამბები