06 აგვისტო 2026,   16:43
ვრცლად
სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე პრემიერის მოხსენება პარლამენტს ივნისის ბოლო კვირაში წარედგინება

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ირაკლი კობახიძის მოხსენება საკანონმდებლო ორგანოს ივნისის ბოლო კვირაში წარედგინება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, პრემიერის მოხსენების კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"როგორც იცით, ივნისში გვექნება პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში და მოხსენება. თარიღს მოგვიანებით დავადგენთ ბიუროზე, თუმცა იქნება ივნისის ბოლო კვირას. 23 ივნისის სასესიო კვირაში", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები