05 აგვისტო 2026,   05:54
ვრცლად
4 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 8%-ს გადააჭარბა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც - მიხეილ დუნდუა

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2% პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ აღნიშნული მონაცემები არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც შესანიშნავი მაჩვენებელია:

"4 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 8%-ს გადააჭარბა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ გლობალური თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ექსპორტის რეკორდული ზრდის და სიღარიბის მინიმუმამდე შემცირების ფონზე. საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს და ველოდებით ძლიერ შედეგებს წლის ბოლოსათვის,"- აცხადებს მიხეილ დუნდუა.

დღის ამბები