18 ივნისი 2026,   08:59
ვრცლად
ავსტრიაში ებოლას ვირუსის სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა - უგანდიდან დაბრუნებული პაციენტი ჰოსპიტალიზებულია

ავსტრიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სავარაუდოდ ებოლას ცხელებით დაავადებული პაციენტი კარანტინში მოათავსეს. მას სასიკვდილო ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

მედია ავსტრიის ჯანდაცვის ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტი უგანდიდან ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც მას ვირუსის ამჟამინდელი შტამის - "ბუნდიბუგიოს" ნიშნები გამოუვლინდა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. სტატისტიკის თანახმად, ვირუსით ინფიცირებულთა 50% კვდება.

"გუშინ, ურფარ-უმგებუნგის რაიონის მცხოვრები დაავადების სიმპტომების გამო საავადმყოფოში, სტაციონარული გამოკვლევისთვის მოათავსეს. რადგან მამაკაცი ორშაბათს უგანდიდან დაბრუნდა - ქვეყნიდან, სადაც ამჟამად ებოლას აფეთქება მიმდინარეობს, ის იზოლირებულია და სამედიცინო რეკომენდაციების შესაბამისად მკურნალობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

dailymail-ი ავსტრიულ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სისხლის პირველადი ანალიზით ვირუსის ნიშნები არ გამოვლინდა, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 220-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

თუმცა, სანამ მედიკოსები ინფექციის არარსებობის დამადასტურებელი მეორე ტესტის შედეგებს არ მიიღებენ, პაციენტი საავადმყოფოში, იზოლაციაში უნდა დარჩეს.

დღის ამბები