02 აგვისტო 2026,   21:08
ვრცლად
"მე, ოჯახი, სახელმწიფო" - ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული პროექტის - "მე, ოჯახი, სახელმწიფო" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები კონკურსში გამარჯვებულ პროექტს - "სამი თაობა" გაეცნენ.

პროექტი თაობათაშორის ურთიერთობების გაძლიერებას ისახავს მიზნად და ახალციხეში ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, სადაც ერთმანეთს სამი თაობის წარმომადგენლები შეხვდებიან და სხვადასხვა თემაზე დისკუსიას გამართავენ.

დღის ამბები