უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დეტალებზე, X-ზე წერს.
როგორც მადიარი აღნიშნავს, მან მარკ რუტეს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის:
"მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გავმართე მარკ რუტესთან ბრიუსელში. უნგრეთი კვლავ იქნება საიმედო პარტნიორი მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო ალიანსში. ნატოს გენერალური მდივანი და მე შევთანხმდით, რომ უნგრელი ჯარისკაცები შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ კოსოვოში ნატოს სამშვიდობო მისიის ფარგლებში. გენერალურ მდივანს მივაწოდე ინფორმაცია, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის. მარკ რუტემ მომაწოდა ინფორმაცია 7-8 ივლისს ანკარაში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების, ისევე როგორც ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ვითარების განვითარების შესახებ", - წერს მადიარი.