29 ნოემბერი 2026,   03:12
ვრცლად
"გორში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი არ არის ერთეული შემთხვევა. დღეს ძალოვანი უწყებები არ ემსახურებიან ქართველ ხალხს, ეს არის სისტემური პრობლემა" - ლაშა ფარულავა

გორში მომხდარ ძალადობასთან და 6 პოლიციელის დაკავებასთან დაკავშირებით  დღეს შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. განცხადებები ისმოდა პარლამენტის სხდომაზეც.

"ნაციონალური მოძრაობა" სისტემურ დანაშაულზე საუბრობს.

"გორში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი არ არის ერთეული შემთხვევა. დღეს ძალოვანი უწყებები არ ემსახურებიან ქართველ ხალხს. ეს არის სისტემური პრობლემა", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები