პარლამენტი ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენს. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია "საქართველოსთვის" მოთხოვნით წარდგება.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათი კითხვები განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.
"ინტერპელაციის ფორმაში გვაქვს გაგზავნილი უამრავი კითხვა, რაც ძირითადად განათლების რეფორმის თემას და ამ თემასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს უკავშირდება. იმ თემაზე, რომელიც გვაწუხებს არა მხოლოდ ჩვენს, არამედ აკადემიურ საზოგადოებას - სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც არაერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პრეტენზიები, ამ დაგეგმილ და დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებით.
იმედი გვაქვს, რომ ბატონი გივი მიქანაძე ამომწურავად უპასუხებს ყველა ჩვენს კითხვას", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.