"შუა დერეფანი, დღეს წარმოადგენს ერთადერთ მშვიდობიან და უსაფრთხო დამაკავშირებელ დერეფანს ევროპასა და აზიას შორის, სადაც საქართველოს უნიკალური და შეუცვლელი ფუნქცია გააჩნია", - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის,რომ ქართველი ხალხისთვის მიზანი იყოს მიღწეული.
"გავიხსენებ პრემიერი სიტყვებს, როდესაც მას ჩვენ ნდობას ვუცხადებდით. მან თქვა ასეთი რამ - ჩემი საქმიანობის მზიანი იქნება 0% სიღარიბე ჩემს ქვეყანაში და 0% ოკუპირებული ტერიტორიები.
საქართველო ამისთვის ძალიან აქტიურად დგამს ნაბიჯებს, ებმება პროცესში და მიდის წინ. პირველ რიგში, ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც არის პროგრესის და განვითარების საფუძველთა საფუძველი. ამისთვის, ჩვენი ქვეყანა დიდ პოლიტიკურ მოცემულობაში მაქსიმუმს აკეთებს და რაც მთავარია, ძალიან კარგად დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იყოს რეალობა და არის კიდეც რეალობა.
მეორე - ეკონომიკური განვითარება, რომელიც მოჰყვება მშვიდობას ქვეყანაში. საქართველოს უნიკალურობის გამოყენება, როგორც დამაკავშირებლის ევროპასა და აზიას შორის. შუა დერეფანი, რომელიც დღეს წარმოადგენს ერთადერთ მშვიდობიან და უსაფრთხო დამაკავშირებელ დერეფანს ევროპასა და აზიას შორის, სადაც საქართველოს უნიკალური და შეუცვლელი ფუნქცია გააჩნია.
საქართველო გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყოს მიღწეული და აქ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვოს," - განაცხად დავით მათიკაშვილმა.