პროექტ "გმირის დღის" ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ქალთა და ბავშვთა კომისიის ღონისძიება გაიმართა.
"საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება" აღნიშნულ თემაზე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და აკადემიკოსმა ჯონი ხეცურიანმა სტუმრებს პირად ისტორიებს მოუყვა, თუ რა გზა გაიარა დამოუკიდებლობის აქტმა.
დარბაზში გამოიფინა ეროვნული სასახლის აღსაზრდელების ნამუშევრები თემაზე - "დამოუკიდებლობის გზა: დაკარგული და აღდგენილი თავისუფლება".
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, პროექტი ახალგაზრდებს ეროვნულ იდენტობას კიდევ უფრო მეტად უღვივებს.
“ეროვნულ სასახლეში დღეს გამორჩეული დღე არის, დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ ახალგაზრდებთან ერთად, მოსწავლეებთან ერთად, რომლებმაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შექმნეს სამხატვრო ნიმუშები. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯონი ხეცურიანისგან მოვისმინეთ ის პირადი ისტორია დამოუკიდებლობის აქტის შედგენასთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო დისკუსიაც გამოვიდა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალთა და ბავშვთა კომისიის ფარგლებში, პროექტი „გმირის დღე" არის ის აქტივობა და ის ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უღვივებს ეროვნულ იდენტობას ახალგაზრდებს“, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.