01 აგვისტო 2026,   20:49
ვრცლად
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ყოფილი ზოოვეტის ინსტიტუტი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

• მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი.

საგნების ჩამონათვალი ვაკანტური ადგილების მიხედვით:

• საქართველოს ისტორია
• ისტორია
• მათემატიკა
• ფიზიკა
• ქიმია
• პირველი უცხო ენა - ინგლისური
• მეორე უცხო ენა - რუსული
• მესამე უცხო ენა - ფრანგული
• საინფორმაციო ტექნოლოგიები

ვაკანტური ადგილების რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის და ხელფასის შესახებ ინფორმაცია საგნების მიხედვით იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/swrHU

მსურველებმა აუცილებელია, 2026 წლის 22 მაისიდან 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით, შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: https://teacherjobs.ge/

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა - 2026 წლის 9 ივნისიდან 2026 წლის 10 ივნისის ჩათვლით;

II ეტაპი - გასაუბრება - 2026 წლის 15 ივნისიდან 2026 წლის 17 ივნისის ჩათვლით;

III ეტაპი - ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) - თარიღი დამატებით ეცნობებათ კანდიდატებს.

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან გასაუბრებისთვის ტელეფონზე.

• შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
• უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);
• მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);
• უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ ბოლო 2 წლისა;
• პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
• ტრენინგები, სწავლებები;
• ჯილდოები (მადლობა/წახალისება);
• პროფესიული აქტივობა.

დღის ამბები