11 აგვისტო 2026,   21:26
ვრცლად
დანიის მოქალაქე კოპენჰაგენის მოვლენებზე: პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დემოკრატიული პრინციპების დარღვევაა

დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება - ეს სიტყვები თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე ხშირად გამოიყენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პროტესტს, პოლიციას და ძალის გამოყენებას ეხება. კოპენჰაგენიდან გავრცელებულმა კადრებმა გააჩინა კითხვა - ერთნაირად ფასდება თუ არა ერთი და იგივე ფაქტი ყველგან.

დანიაში მომხდარს ამ დრომდე არ მოჰყოლია პოლიტიკური შეფასებები, არც ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან და არც ევროკავშირის ინსტიტუტებიდან. სწორედ ამ დუმილმა გააჩინა ახალი დისკუსია - რატომ არის საერთაშორისო რეაქცია ზოგ შემთხვევაში მკვეთრი და სწრაფი, ხოლო სხვა დროს - გაცილებით ფრთხილი და თავშეკავებული?

რა განწყობებია ახლა კოპენჰაგენში, როგორ აფასებენ მომხდარს ადგილობრივები? - მათ "კურიერის" კორესპონდენტი ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ ბოლოდროინდელი ტენდენციები, დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევაა. მათივე შეფასებით, ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყანაში ძალის გადამეტებისთვის ამ დრომდე ბოდიში არცერთ სამართალდამცველს არ მოუხდია.

"მსგავსი კადრების ნახვა დანიაში, ქვეყანაში, რომელიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტებითა და ადამიანის უფლებების დაცვით არის ცნობილი, მართლაც შოკისმომგვრელია. პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არის დემოკრატიული პრინციპების დარღვევა. პროტესტის უფლება აქვს ყველას, ეს არის დემოკრატიის საფუძველი. ეს მხოლოდ პოლიციის პასუხისმგებლობა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა აშკარად გადაამეტეს უფლებამოსილებას, პრობლემა სისტემურია, სისტემურ პრობლემებს კი სისტემური პასუხისმგებლობა და რეფორმა სჭირდება. ამ ფონზე, პასუხისმგებელი მხარეების მხრიდან დუმილი უნდობლობას იწვევს," - აღნიშნა დანიის ერთ-ერთმა მოქალაქემ "კურიერთან" საუბრისას.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

 

დღის ამბები