წყარომ ABC News-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში "სერიოზული შეშფოთება და იმედგაცრუებაა" აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების გამო.
ამასთან, წყარომ დასძინა, რომ ისრაელი "შეთანხმების პირობების გასაუმჯობესებლად" აქტიურად მუშაობს.
ABC News-ს წყარომ განუცხადა, რომ შემუშავების პროცესში მყოფი შეთანხმება ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან "ის ირანელებს ეუბნება, რომ მათ აქვთ იარაღი, რომელიც არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ბირთვული იარაღი, კერძოდ კი ჰორმუზის სრუტე".
ოფიციალურის პირის თქმით, გაურკვეველია, რა მოხდება სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შემდეგ.
მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ, უსაფრთხოების საკითხებზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გამართავს, რათა მოსალოდნელი შეთანხმება განიხილონ.