12 აგვისტო 2026,   15:46
ვრცლად
მოგონილი თემა, თითქოს საქართველოში კამპუსებია და აქ ტერორისტები მზადდება, ემსახურება ერთ მიზანს - დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ჯო უილსონის მეურვეობის ქვეშ ხორციელდება - გიორგი ვოლსკი

მორიგი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ - ამჯერად The Washington Free Beacon-ი წერს, რომ თბილისი თეირანს უახლოვდება. სტატია კვლავ გიორგი კანდელაკისა და ჯო უილსონის ნარატივებს ეფუძნება. სხვა ფაქტები და არგუმენტები პუბლიკაციაში მოყვანილი არ არის.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე, ქართველი პოლიტიკოსისა და ოპოზიციის ლობისტების მიერ კვლევითი ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაცია კვლავ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგაც მიმართული.

აღნიშნულ თემაზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. 

"ნაცმოძრაობის" წიაღში შეიქმნა ინსტიტუტი, სადაც ადამიანები დასაქმებულები არიან სხვადასხვა მიმართულებით. ერთნი გეგმავენ და ახორციელებენ ფიზიკური დაპირისპირების სცენარს, მეორენი კი ინტენსიურად გამოდიან პროპაგანდისტული რესურსით, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საკმარისი მედიასაშუალება გააჩნიათ ამისთვის. ასევე, არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ახორციელებს დეზინფორმაციას. ყველა ეს სამსახური დაფინანსებულია, ხელფასს იღებენ და გარკვეული ნაკარნახევი პოლიტიკური ინტერესიც გააჩნიათ. ის, რომ საქართველოში კამპუსებია და აქ ტერორისტები მზადდება, რასაკვირველია, მოგონილი თემაა მხოლოდ იმისთვის, რომ დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ცნობილი ჯო უილსონის მეურვეობის ქვეშ ხორციელდება," - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები