საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, კოპენჰაგენში აქციის მონაწილეების ძალადობრივ დარბევას ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.
"დანიაში რაც ხდება, ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ ორმაგი სტანდარტებია. დანიაში შეიძლება თურმე მჯდომარე, მშვიდობიანი აქციის მონაწილეს დაესხას თავს პოლიციელი და თავ-პირი დაუმტვრიოს, ეს თურმე კანონის უზენაესობის დაცვაა, ხოლო საქართველოში პოლიციელს რომ "მოლოტოვის კოქტეილს" ესვრიან, თურმე, ეს დასაშვებია. ეს ის ორმაგი სტანდარტებია, რომელსაც ქართული საზოგადოება ვერასდროს აიტანს. ვთხოვთ ჩვენ ევრობიუროკრატიას, ახსნან. ვერ ხსნიან და ვერც ვერასოდეს ახსნიან," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.