ღამით, თეთრ სახლთან სროლა იყო. შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც კომპლექსის გარეთ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ცეცხლი გახსნა.
სამართალდამცველების საპასუხო სროლის შედეგად, თავდამსხმელი, 21 წლის ნასირ ბესტი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სროლის დროს ასევე მძიმედ დაშავდა ერთი გამვლელი.
მედიის ცნობით, ბესტი საიდუმლო სამსახურს გასულ წელს, თეთრ სახლში შეჭრის მცდელობისა და მუქარის შემცველი განცხადებების გამო, ორჯერ ჰყავდა დაკავებული. ინციდენტის დროს რეზიდენციაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იმყოფებოდა, რომელმაც უსაფრთხოების სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქმეს იძიებს გამოძიების ფედერალური ბიუროც.