01 აგვისტო 2026,   10:35
ვრცლად
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მე-19 კილომეტრიდან დუშეთამდე გარე განათების ახალი სისტემა ეწყობა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მე-19 კილომეტრიდან ქალაქ დუშეთამდე გარე განათების ახალი სისტემა ეწყობა. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე სრულად შეიცვალა ამორტიზებული ბოძები.

სამუშაოების ღირეულება 1 200 000-ზე მეტი ლარია. თანხა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ადგილობრივი ხელისუფლება.

დღის ამბები