05 აგვისტო 2026,   10:39
ვრცლად
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრები ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებს შეხვდნენ

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრები ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებს შეხვდნენ. განიხილეს აგროსექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

პარტიის წარმომადგენლებმა შეკრებილებს საკუთარი ხედვა გააცნეს, სადაც მთავარ მიზნად შიდა წარმოების დახვეწა, ფერმერების მხარდაჭერის გაზრდა და მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტის მიწოდება დასახელდა.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენი ხედვა და გავაცანით მეწარმეებს და გვინდა, რომ ხელისუფლებასთან კიდევ ერთხელ შევიდეთ დიალოგში, გავუგზავნოთ მათ ჩვენი რეკომენდაციები და მოვითხოვოთ, შესრულდეს ის დაპირება, რომელიც თებერვალში გააჟღერა ეკონომიკის მინისტრმა. შეიქმნას საქართველოში საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი," - აცხადებს პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი.

დღის ამბები