05 აგვისტო 2026,   05:04
ვრცლად
დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია - გიორგი ვოლსკი

"დანიას მიაჩნდა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრა ის აქცია, რომელიც მიმდინარეობდა და მიიღეს ძალიან ხისტი ზომები" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი კოპენჰაგენში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დარბევას ეხმაურება.

როგორც გიორგი ვოლსკი ამბობს, დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია. 

"ეს არ არის მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე საუბარი, დანიას მიაჩნდა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრა ის აქცია, რომელიც მიმდინარეობდა და მიიღეს ძალიან ხისტი ზომები. რასაც ჰქვია მშვიდობიანი, ეგ სახელი შეიძლება, ამ აქციის მიმართ გამოიყენო. თავად ჩათვალეს, რომ ეს არის უსაფრთხოებისთვის თემა, რომელიც აუცილებლად თხოულობდა პოლიციურ, აი, ასეთ ხისტ ჩარევას, მაგრამ როდესაც შენ საუბრობ, რომ არათუ მშვიდობიანი, არამედ შემოტევა ფიზიკური, ბრუტალური შემოტევა ცეცხლით არის პოლიციის მხრიდან არის აუცილებელი, მოგერიების რეჟიმით ნაკარნახევი აქცია, ამასთან დაკავშირებით მათ პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვთ და შენიშვნის ხარისხი, რომელსაც გვაძლევენ, რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად ატარებს პოლიტიკურ ხასიათსა და შინაარსს. აქედან გამომდინარე, დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

 

 

დღის ამბები