04 აგვისტო 2026,   09:26
ვრცლად
საყოველთაო უფასო სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება - ფართომასშტაბიანი სკრინინგ-კამპანია ხელვაჩაურში ჩატარდა

საყოველთაო უფასო სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება. ფართომასშტაბიანი სკრინინგ-კამპანია, რომლის მიზანიც დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პრევენციაა, ამჯერად ხელვაჩაურში ჩატარდა.

სამედიცინო აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ ისარგებლონ მრავალპროფილური სამედიცინო კვლევებით: ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს გამოკვლევებით, ასევე, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის, ტუბერკულოზის და ჰიპერტენზიის სკრინინგით, ექიმთა კონსულტაციებით.

პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი დაესწრნენ. სკრინინგ-კამპანია, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. უფასო მრავალპროფილური კვლევებით უკვე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

დღის ამბები