05 აგვისტო 2026,   07:29
ვრცლად
"დანია არის დემოკრატიული სახელმწიფო და ნებისმიერ გადაცდომაზე, რაც შეიძლება დანიაში მოხდეს, სასამართლოს რეაგირება აუცილებლად ექნება" - ანა დადიანი

"დანია არის დემოკრატიული სახელმწიფო და ნებისმიერ გადაცდომაზე, რაც შეიძლება დანიაში მოხდეს, ამაზე სასამართლოს რეაგირება აუცილებლად ექნება" - ასე ეხმაურება პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ანა დადიანი კოპენჰაგენში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დარბევას.

მისი თქმით, დანიაში ადამიანებს აქვთ უფლება, სამართლიანობა იპოვონ საკუთარ ქვეყანაში.

"დანია არის დემოკრატიული სახელმწიფო და ნებისმიერ გადაცდომაზე, რაც შეიძლება დანიაში მოხდეს, ამაზე სასამართლოს რეაგირება აუცილებლად ექნება. იქ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, მიიღონ ის სამართლიანობა, რომელიც მათ მიერ განხორციელებულ დანაშაულებზე შეიძლება ვიხილოთ. ადამიანების დაცვის სოციალური სისტემაც სხვანაირია და იქ ადამიანებს აქვთ უფლება, სამართლიანობა იპოვონ საკუთარ ქვეყანაში," - აცხადებს ანა დადიანი.

 

დღის ამბები