დუმილი ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხოდ - უკვე 10 დღეა ევროპული ბიუროკრატია არაფერს ამბობს კოპენჰაგენში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ დარბევაზე. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიცია მშვიდობიან მოქალაქეებს ხელკეტებს, ძირს დავარდნილ დემონსტრანტებს კი გაწვრთნილ ძაღლებს უქსევს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი დანიისა და ზოგადად, ბრიუსელის ორმაგი სტანდარტზე საუბრობს.
მისი თქმით, ევროსაბჭო, ევროკავშირის მაღალჩინოსნები დანიასთამ დაკავშირებით ვერ აკეთებენ ვერანაირ კომენტარს, რადგან ეს დავალებაა აქვთ. ჭეიშვილი, ამ შემთხვევაში, "დიფ სთეითის" გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას.
"დანიაში მშვიდობიან პროტესტანტებს დაერივნენ ძაღლებით, შუა ქუჩაში გაუსწორდნენ ხელკეტებით და ეს, რატომღაც ბრიუსელისთვის და ზოგადად, დანიის ხელისუფლებისთვის მისაღებია. მაშინ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებით წვავდნენ მომიტინგეები პოლიციელებს საქართველოში და ადმინისტრაციულ შენობებს არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია რატომღაც დანიის ხელისუფლებისთვის და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი. უკვე რამდენიმე დღეა ღია წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრმა და კონკრეტული პასუხები მოსთხოვა ევროსაბჭოს, ევროკავშირის მაღალჩინოსნებს და დღემდე დუმს მათ შორის ევროკავშირის ელჩი, არანაირი განცხადება დანიასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. დავალებაა ასეთი, ანუ ვერ აკეთებენ ვერანაირ კომენტარს, სწორედ ეს არის "დიფ სთეითის" გავლენა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი.