გერმანიის ელჩი საქართველოში ამტკიცებს, რომ ტერმინები, რომელსაც დღეს მსოფლიოს კონსერვატიული ძალები ჩრდილოვანი მმართველობის დამადასტურებლად იყენებენ საქართველოს ხელისუფლების გამოგონილია. ეს, რიგითი მოქალაქის მოსაზრება, რომ იყოს შესაძლოა არც არავის გაეწია წინააღმდეგობა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ დიპლომატს აღნიშნული ტერმინების მნიშვნელობა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში უნდა ესწავლა. მითუმეტეს გერმანელ ელჩს, რომელიც ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებას სწავლობდა უცხო არ უნდა იყოს - ურგენ ჰაბერმასი, თეფორ ადორნო და ერნს ფრენკელი. სწორედ ეს გერმანელი მეცნიერები აღწერენ დეტალურად თავიანთ სახელმძღვანელოში, რას ნიშნავს ზემოთ ხსენებული სამივე ტერმინი, რომელიც გლობალურ ოლიგარქიულ მმართველობას მიესადაგება.
ის, რაც პეტერ ფიშერმა 40 წლის განმავლობაში ვერ დაინახა, უკვე დიდი ხანია შეამჩნიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. "დიფ სთეითის" განადგურება იყო მთავარი დაპირება, რომლითაც დონალდ ტრამპმა ხელისუფლების სადავეები გადაიბარა. 47-ე პრეზიდენტი განმარტავს, რომ სწორედ ჩრდილოვანი მმართველობა მონაწილეობს არაერთ სახელმწიფოში ომის დაწყების, კონსერვატიული ძალების დევნის და ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების პროცესში.
"დიფ სთეითი" შეიძლება არ უნახავს, თუმცა გავლენა იგრძნო დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა. ლიზ ტრასის განმარტებით, მას გადადგომა სწორედ ოლიგარქიული მმართველობის ზეწოლის გამო მოუწია. მეტიც, ტრასმა "დიფ სთეითის" მმართველობასთან საბრძოლველად ყოველკვირეული პოდკასტების სერიაც კი გამოუშვა.
"დიფ სთეითს" ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსიც. ტულსი გაბარდი ყველგან და ყოველთვის ამბობს, რომ ჩრდილოვანი მმართველობა, რომელიც დემოკრატიულ პარტიასთან არის დაახლოებული სიძლიერეს ამ დრომდე ინარჩუნებს და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პერსპექტივებს ებრძვის.
მართალია, პეტერ ფიშერი ხშირად ამბობს, რომ ის საქართველოში გერმანელი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს, მთავრობა, რომელმაც ის თბილისში გამოგზავნა ბოლო კვლევით, ხალხის მხოლოდ 11%იანი მხარდაჭერით სარგებლობს. პირველ ადგილზეა ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის". "აფდ" კი, რომელსაც ყველაზე მეტი გერმანელი აირჩევდა დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს - პირდაპირ საუბრობს "დიფ სთეითის" კავშირზე - ბერლინის დღევანდელ ხელისუფლებასთან.
გერმანიის ელჩმა საქართველოში განცხადება თითქოს "დიფ სთეითი" საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოგონილი კონსპირაციაა, ერთ-ერთ ქართულ მედიასთან გაკეთა. მას არაფერი უთქვამს იმ ლიდერებზე, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ჩრდილოვანი მმართველობის არსებობაზე ღიად საუბრობენ.