"მდგრადობის ანგარიშგება - საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის" - ეს იყო ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მიერ გამართული შეხვედრის თემა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აუდიტორები, აუდიტორული ფირმები, საწარმოები, საჯარო და კერძო სექტორის, მარეგულირებელი უწყებების, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა და მიმართულების განვითარების ხელშეწყობა. გაიმართა საჯარო განხილვები.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო SARAS-ის კოლეგებთან ორმხრივი გამოცდილების გაზიარება, რამაც მხარეებისთვის ღირებული პროფესიული დიალოგის შესაძლებლობა შექმნა. ასეთ პროფესიონალურ სააგენტოსთან თანამშრომლობა ნამდვილად სასიამოვნო იყო.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოში ESG ანგარიშგების დანერგვის პროცესთან დაკავშირებით", - განაცხადა პოლონეთის სტანდარტიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალდემარ მაიეკმა.