ჩვენ ველით საკონსტიტუციოს სასამართლოში განხილვებს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ისინი არიან არაკონსტიტუციური პარტიები, რომლებსაც გარე ძალები აქეზებენ.
"ესენი არაკონსტიტუციური პარტიები არიან, რომლებსაც აქეზებენ გარედან. ვხედავთ, ესენი არიან 9 მაისის ევროპის დღის პარტიები, ეს ის ხალხია, რომელიც 9 მაისს აღნიშნავს არა ფაშიზმის დამარცხებას, 9 მაისს ულოცავენ არა ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც დღევანდელი ევროკავშირი შესაძლებელი გახადეს, 9 მაისს იხსენებენ არა იმ 300 000 ქართველს, რომელმაც სიცოცხლე დადო იმისთვის, რომ სამყარო და ევროპა გაეთავისუფლებინა ფაშიზმისგან, არამედ 9 მაისს კოქტეილით აღნიშნავენ ევროკავშირის თუ სხვა ელჩებთან, უცხოელებთან ერთად, რომლებიც არიან მათი დამკვეთები საქართველოში არეულობის, ზიზღის და პროპაგანდის საწარმოებლად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.