04 აგვისტო 2026,   21:09
ვრცლად
ასეთი ევროკავშირი და ასეთი მიზნები საქართველოს არასდროს სდომებია, ეს კარგად გაიაზროს ფიშერმაც და ყველა ელჩმა - დავით მათიკაშვილი

საქართველო არ აპირებს დაადგეს უკრაინისა და მოლდოვის გზას - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს, რომელმაც განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ჩამოსცილდა და ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზას გადაუხვია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ რასაც ფიშერი ამბობს არის ქართველი ხალხის ცილისწამება.

"რასაც ის ამბობს, ან თავდასხმაა ქართველ ხალხზე, ან ტყუილი და ცილისწამება, ან რაღაც მცდელობაა საკუთარი სურვილები რეალობად გაასაღოს. ჩვენ, რომ 78-ე მუხლი ჩავწერეთ კონსტიტუციაში, აბსოლუტურად არ გვქონდა მხედველობაში ის ღირებულება დაცლილი და ორმაგ და სამმაგ სტანდარტებზე მდგომი ევრობიუროკრატია, რომელიც დღეს ევროკავშირს მართავს.

ჩვენ, როდესაც ამ მუხლს ვითვალისწინებდით და ვავალებდით სახელმწიფო ორგანოებს, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ნამდვილად არ ვგულისხმობდით იმას, რომ ქვეყანა, უფლება დაცლილი, დამოუკიდებლობა წართმეული, ტერიტორიულ მთლიანობაზე პრეტენზიის არ მქონდეს ტაშით შეეგებებოდნენ ევროკავშირში. ასეთი ევროკავშირი და ასეთი მიზნები საქართველოს არასდროს სდომებია ეს კარგად გაიაზროს ფიშერმაც და ყველა ელჩმა, ასევე ყველა იმ ადამიანმა, ვისაც საქართველოსთან მიმართებით რაიმე ინტერესები გააჩნია,"- აცხადებს მათიკაშვილი.

დღის ამბები