04 აგვისტო 2026,   04:40
ვრცლად
მისასალმებელია ეს ინიციატივა, ჩვენი სექტორისთვისაც გაადვილდება გამჭვირვალობის დაცვა, რაც უმთავრესი პრიორიტეტია - სოფო ქაშაკაშვილი საოჯახო კალათის პროგრამის ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნაზე

"საოჯახო კალათის პროგრამისთვის" ერთიანი ელექტრონული პლატფორმა იქმნება.
ახალი ციფრული სივრცე მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს გააცნობს.

პრემიერის ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, მარკეტები ვალდებულები იქნებიან, კონკურენციის სააგენტოს ინფორმაცია ყოველკვირეულად მიაწოდონ.

რითეილ სექტორის წარმომადგენლის, სოფო ქაშაკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან რითეილ სექტორს გამჭვირვალობის დაცვა გაუადვილდება.

"მისასალმებელია ეს ინიციატივა, რადგან ჩვენი სექტორისთვისაც ძალიან გაადვილდება გამჭვირვალობის დაცვა, რაც უმთავრესი პრიორიტეტია. მოსახლეობისთვის, ყოველკვირეულ რეჟიმში, ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, თუ რომელ ქსელებში, რა პროდუქციაზე იქნება კონკრეტული ფასები. შესაბამისად, ისინი შეძლებენ წინასწარ დაგეგმონ თავიანთი შესყიდვები და სწორედ იმ სუპერმარკეტებს ეწვიონ და იმ ფასად შეიძინონ პროდუქცია, რომელიც მათთვის ყველაზე საინტერესო და აქტუალური იქნება.

რითეილ სექტორისთვის, ეს ერთი მხრივ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ძალიან საინტერესო იქნება, მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ფარგლებში, რადგან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან და მომავალშიც ვითანამშრომლებთ", - განაცხადა სოფო ქაშაკაშვილმა.

დღის ამბები